"ნაციონალები" - ბოდიშს ვიხდით, ქუთაისის ოპერის თეატრში ეპილაციის აპარატი რომ ვერ დავამონტაჟეთ
ქუთაისში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
რიგგარეშე სხდომაზე ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
მხარეებს შორის დაპირისპირება საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის, გია უკლებას განცხადებას მოჰყვა, რომელიც უკლებასავე შეფასებით, "ქართული ოცნების" უნიათობას შეეხებოდა. უკლებამ ბოდიში მოიხადა იმისა გამო, რომ "ნაციონალებმა" ვერ მოიფიქრეს და ვერ მოახერხეს ქუთაისის ოპერის თეატრში ჰიგიენური, კერძოდ კი, ეპილაციის ტექნიკის დამონტაჟება.
"ბოდიში მინდა მოვიხადო მართლაც ყველას წინაშე, არ გვეგონა თუ ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ეპილაციის დანადგარი ოპერისათვის," - აღნიშნა სხდომაზე უკლებამ.
ის, ასევე, შეეხო შოთა მურღულიას აქციაზე გამოსვლას და განაცხადა, რომ "ოცნებაში" მურღულია აგრესიული გახდა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა