შაბათი, 07 ივნისი, 2025 წელი 04:22:44
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის დირექტორი "ნაციონალს" - ნუ ბლატაობ

"რას მანიპულირებთ ოპერის თემით. მობრძანდით ოპერაშi, აიხედეთ და ნახეთ რა მდგომარეობაშია ჭერი. რას ბლატაობთ "ნაციონალები", - ასე მიმართა ქუთაისის  საკრებულოს სხდომის დამთავრების შემდეგ, ოპერის თეატრის დირექტორმა, ხატია ვედმედევამ, საკრებულოს "ნაციონალ" წევრს, გია უკლებას. 

ვედმედევა სხდომის დამთავრების შემდეგ "ნაციონალ" დეპუტატს უმტკიცებდა, რომ ოპერის თეატრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები "ნაციონალების" "დამსახურებაა". 
"ნაციონალები" არაფერ შუაშია ოპერასთან დაკავშირებით", - განუმარტა გია უკლებამ ვედმედევას. 
დღეს საკრებულოს სხდომაზე, გია უკლებამ ბოდიში მოიხადა ოპერის თეატრში რომ ეპილაციის აპარატი არ არის. 

ავტორი: თეკლე მორგოშია