შოთა მურღულია თანამდებობაზე აღადგინეს
შოთა მურღულია ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე აღადგინეს. შესაბამის ბრძანებას ხელი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან კირკიკიტაძემ მოაწერა.
როგორც კირკიტაძე ამბობს, შოთა მურღულიას თანამდებობაზე აღდგენა კანონიერების ფარგლებში მოხდა.
"ბათილად გამოცხადდა ის ბრძანება, რომლის საფუძველზეც მურღულია თანამდებობიდან მოხსნეს. ამიტომ პირველი რაც გავაკეთე მისი თანამდებობაზე აღდგენა იყო," – ამბობს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კირკიტაძე.
"სიტუაცია იმ ხალხმა არია, ვისაც კიდევ უნდოდა ქუთაისში მერების ცვლა და ვაგხანალია, მაგრამ არ გამოუვიდათ. მე ვიყავი და ვაგრძელებ ქუთაისის მერის მოვალეობის შესრულებას,"–ამბობს შოთა მურღულია.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა