|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ყოფილი ვიცე-მერი ინიშნება?

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის უფროსი შეიძლება შეიცვალოს. როგორც newpress.ge-სთვის ხდება ცნობილი, ორგანიზაციის მოქმედ თავმჯდომარეს, მანანა მიქაძეს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი და  ამჟამად, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი, კოტე ლომიძე შეცვლის. თავად მიქაძე კი წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო საქმიანობას გააგრძელებს.

აღნიშნული ინფორმაცია მანანა მიქაძემ არც უარყო და არც დაადასტურა. როგორც მიქაძემ განაცხადა, ამჟამად ის თბილისში "ქართული ოცნების" სათაო ოფისში კონსულტაციებს გადის. 
კოტე ლომიძის განცხადებით, კი ის კოალიციის ცენტრალურ ოფისში ხვალ დაიბარეს.
"ჩემთვის არავის არ შემოუთავაზებია მსგავსი რამ. ხვალ ვარ დაბარებული თბილისში, ცენტრალურ ოფისში და ალბათ, იქ გადაწყდება," - განაცხადა კოტე ლომიძემ.  

ავტორი: დეა მანაგაძე