სოლიდარობა სვანეთს - აქცია ქუთაისში პარალმენტის წინ
"ჩვენი სოლიდარობა სვანეთს", "არ დავთმობთ სვანეთს სიცოცხლის ფასად", - ამ სლოგანებით ქუთაისში, პარალმენტის წინ დღეს, სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ.
აქციის ორგანიზატორის, საქართველოს ანტისაოკუპაციო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა-დეოკუპაციისა და განთავისუფლების ერთიანი ფრონტის ერთ-ერთ ლიდერის, ირაკლი წერეთლის განცხადებით, მთავრობამ უნდა შეაჩეროს დასახლებულ პუნქტებში დიდი ჰესების მშენებლობა.
"პარლამენტარებთან ჩვენ გვაქვს ორი მოთხოვნა, პირველი - ერთხელ და სამუდამოდ აკრძალონ ხუდონჰესის მშენებლობა და მეორე, პარლამენტმა 2014 წლის მარტის ბოლომდე მიიღოს შესაბამისი კანონი საქართველოს ბუნებისა და ეკოლოგიური გარემოს დაცვის შესახებ", - განმარტა აქციაზე ირაკლი წერეთელმა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



13:08
11:18
11:17
11:11
19:33
















