|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2014 წელს საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში ქუთაისში გაიმართება

2014 წლის ზაფხულში, ქუთაისში, ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება. ამ მიზნით, დღეს, ქუთაისის მერიასა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ჩემპიონატში 10, 14 და 18 წლის 300-მდე გოგონა და ვაჟი მიიღებს მონაწილეობას.
ჭადრაცის ფედერაციის პრეზიდენტის, გია გიორგაძის განცხადებით საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები ევროპის ჩემნპიონატზე გავლენ, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში ბათუმში ჩატარდება და მასში 45 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 
"პირველად ხდება, რომ საქართველოს ჩემპიონატი თბილის გარდა ტარდება რეგიონში. ქუთაისს აქვს ტრადიცია და გამოცდილება და დარწმუნებული ვარ ეს ჩემპიონატი ღირსეულად ჩატარდება," - განაცხადა გია გიორგაძემ.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, შოთა მურღულიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.
"ქუთაისის ყოველთვის ძლიერი იყო საჭადრაკო მიმართულებით. ჩვენთვის ეს დიდი პატივია და შევძლებთ ამ ტურნირის ღირსეულ მასპინძლობას," - განმარტა შოთა მურღულიამ. 
ჭარდაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ქუთაისის მერის მოვალეობის შემრულებელს, სიმბოლურად, პირველი ქართველი მოჭადრაკის, ანდრია დადიანის წიგნი გადასცა.

ავტორი: დეა მანაგაძე