ქუთაისის მერიამ ბაკურიანში გასამგზავრებლად 42 ახალგაზრდა შეარჩია
ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა ბაკურიანში დაგეგმილი სემინარისთვის 42 ახალგაზრდა შეარჩია.
სემინარში "თვითმმარველობა აქტიური მოქალქეობა და ჩართულობა - ახალგაზრდები ქუთაისის განვითარებისთვის", მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდები 7 კაციანკი კომისიის მიერ, კონკურსის გზით შეირჩა.
ბაკურიანში დაგეგმილი ტრენინგისთვის მერიამ კონკურსი, მიმდინარე წლის 3 თებერვალს გამოაცხადა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტრენინგში მონაწილეობის გამოცდილება, განხორცილებულ პროექტებში თანამონაწილეობა და მოხალისეობის გამოცდილება- ეს ის ძირითადი კრიტერიუმებია, რომელითაც კომისიამ მონაწილეებიშეარჩია.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა.
სემინარის მონაწილეები ბაკურიანში 20-25 თებერვალს გაემგზავრებიან, რომლებსაც ტრენინგი თვითმმართველობის საკითხებზე ჩაუტარდებათ.
კონკურსის გზით შერჩეულ ახალგაზრდებს დღეს, ქუთაისის მერის მოვალოების შემსრულებლი, შოთა მურღულია შეხვდა.
ავტორი: თეკლე მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



13:08
11:18
11:17
11:11
19:33
















