|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე - ბესელია არის მთავრობის "გამპრავებელი"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გია თევდორაძე უმრავლესობის წარმადგნელის, ეკა ბესელიას მიმდინარე წლის 5 თებერვლის განცხადებას ეხმაურება. აღნიშნული განცხადების თანახმად, ბესელიამ თევდორაძეს ყოფილი ხელისუფლების დროს გამდიდრებული ჩინოვნიკი უწოდა.
თევდორაძემ განმარტა, რომ ბესელია არის მთავრობის "გამპრავებელი" და მისი ბრალდება ცრუა, რის გამოც ის პასუხს აგებს.
"ის, რომ ბესელიას თქმით, ჩემი შემოსავალი 5 მლნ ლარია, არის ცრუ ბრალდება და შესაბამისად, დანაშაული. მე ჩემი ოჯახის თითოეულ თეთრზე, რომელიც არის მოკრძალებული, იმასთან შედარებით რა მოლოდინები აქვთ ოპონენტებს, ვაგებ პასუხს. ასევე, საჯაროს გავხდი ჩემი ოჯახის წევრების ქონებრივ დეკრალაციასაც. ბესელიას ეს განცხადება მთავრობის მიერ დადგმული სქემაა, რომლის მიხედვითაც უნდათ საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ, რადგან დანაპირებს ვერ ასრულებენ," - განაცხადა თევდორაძემ.
მისი თქმით, ის საქმის გამოძიებას დაიწყებს და აღნიშნულთან დაკავშირებით ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართავს.
თევდორაძე განმარტავს, რომ წერილობით უკვე მიმართა თავად ბესელიას, რათა მან, მის მიერ გაკეთებული განცხადება საჯაროდ დაასაბუთოს, ასევე ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებს", რომელთა მოკვლევის საფუძველზეც ეკა ბესელიამ აღნიშნული განცხადება გააკეთა.
გია თევდორაძის განცხადებით, მასსა და ბესელიას შორის სამართლებრივი დავა აუცილებლად გაგრძლედება.

ავტორი: თეკლე მორგოშია