შოთა მურღულია - ნამდვილად გვიხარია, თუ ახალგაზრდები გააქტიურდებიან
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებს შეხვდა.
ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები, ხვალ ბაკურიანში დაგეგმილ სემინარზე მიემგზავრებიან.
გამარჯვებულ სტუდენტებს მურღულია, ადგილობრივ თვითმმარველობაში ახალგაზრდების აქტიურად ჩართულობის შესაძლებლობებზე ესაუბრა.
"ჩვენ ნამდვილად გვიხარია, თუ ახალგაზრდები გააქტიურდებიან და ეს გააქტიურება არ იქნება მხოლოდ რაღაც პარტიული ნიშნით. არამედ ეს იქნება განათლება, ჩართულობა და ცოდნის ამაღლება მათი მხრიდან. აქტიურ სტუდენტებს მოხალისეს სახით შესაძლებლობა ექნებათ ქუთაისის მერიის სხვადასხვა ააიპ სამსახურებში გაეცნოს მუშაობის პრინციპებს მათი ინტერესის სფეროების მიხედვით. რაც მათ ცოდნასა და გამოცდილებას მისცემს," - ამბობს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია.
როგორც სტუდენტები ამბობენ, მათ გააქტიურებაში ხელი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა შეუწყოს.
"ახალგაზრდობა ქუთაისში მეტ-ნალებად არის აქტიური. რაც უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივი თვითმართველობა სტუდენტებს, მით უფრო მეტი იქნეა აქტივობა სტუდენტების მხრიდანაც. ვიმედოვნებ რომ, ეს იქნება საწყისი ეტაპი,"- ამბობს სტუდენტი ლელა კორძაძე.
სემინარის მონაწილე სტუდენტები, ბაკურიანში 20-25 თებერვალს მიემგზავრებიან.
სემინარის ფარგლებში სტუდენტებს ტრენინგი თვითმმართველობის საკითხებზე ჩაუტარდებათ.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა