"მოედნიდან მაიდნამდე!" – ქუთაისელების სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
"მოედნიდან მაიდნამდე", "სოლიდარობა უკრაინას", "დღეს ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ!", – ამ სლოგანებით უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისის ცენტარულ მოედანაზე გაიმართა.
აქცია სოციალური ქსელის facebook–ის საშუალებით დაიგეგმა.
უკრაინაში მაიდანზე გამოსულ ხალხს ქუთაისში სოლიდარობა არსამთავრობო სექტორის გარდა, მედიის წარმომადგენლებმა და ქუთაისის საკრებულოს წევრები, მედიისა და "ნაციონალური მოძარობის" დეპუტატებმა გამოუცხადეს.
"ჩვენ უკვე მერამდენედ ვუცხადებთ სოლიდარობას უკრაინას. ის რაც მაიდანზე ხდება არის სამოქალაქო ომი და არა რევოლუცია", – განმარტა აქციაზე "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის იურისტმა, მაკა ცერცვაძემ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, საზოგადოებას არ აქვს კარგად გაცნობიერებული თუ რა ხდება უკრაინაში.
„საზოგადოების დიდ ნაწილს ნაკლებად აქვს გააზრებული, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, ჩვენც გვეხება. ნაკლებად ერკვევიან, რა ხდება ჩვენ ქვეყანაში და უკრაინაშიც. ჩემი აზრით, კაპიტულანტური პოზიცია უკავია ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ისინი მზად არიან კაპიტულაციისთვის და ამას უამრავი მიზეზი აქვს, "- აღნიშნა აქქიის მონაწილემ, ფსიქოლოგმა მამუკა გელაშვილმა.
უკრაინა მეორე დღეა კიევი ცეცხლის ალშია გახვეული. არის მსხვერლი, მათ შორის დაღუპულია ორი ქართველი. აქტივისტების მოთხოვნები უცვლელია - ისინი ევროპულ მომავალს ითხოვენ და იანუკოვიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან.
ამავე დროს, ინტერნეტში უკრაინელი გოგონას მიმართვაც გავრცელდა რომელიც ევროპულ თანამეგობრობას დახმარებას სთხოვს. "მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს აქ შეკრებილ ათასობით უკრაინელს - ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფლები! ", – ამბობს კიეველი აქტივისტი მიმართვაში და ევროპულ საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებს.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა