|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "ნაციონალი" კიკვიძის ძეგლის წითლად გადაღებვით იმუქრება

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, გია გოქაძე ადგილობრივ ხელისუფლებას, ე.წ. ზასტავაზე მდებარე ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას კვლავ სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში 23 თებერვალს ის ძეგლის წითლად გადაღებვით იმუქრება. 

გოქაძის განარტებით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას  მან აღნიშნული მოთხოვნით წერილობით, 24 იანვარს მიმართა. თუმცა, როგორც გოქაძე ამბობს, ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. 
"მურღულია წერილებს ვერ სცემს პასუხს. რადგან, ქალაქის ფაქტიური მმართველი არის ირაკლი ღარიბაშვილი. მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რომ აიღონ ვასილ კიკვიძის ძეგლი და ამით  გამოხატონ სოლიდარობა უკრაინის მიმართ", - განმარტა ბრიფინგზე გია გოქაძემ.  

ავტორი: თეკლე მორგოშია