ხუთშაბათი, 12 ივნისი, 2025 წელი 10:02:25
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის გამოსვლაზე - ისევ და ისევ ოცნებები და ფრაზები

საპარლამენტო უცმირესობის წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში დღევანდელ  გამოსვლას უარყოფითად აფასებენ.

უმცირეოსობის წევრის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა კონკრეტიკას მოკლებული იყო და ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდა.

"რა დაგამახსოვრდათ ამ გამოსვლიდან, რა სიახლე გაიგეთ? ისევ და ისევ ოცნებები და ფრაზები. თუმცა, ერთი რამ მაინც გავიგე, თურმე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიო ბანკს დაუგეგმია. ეკონომიკას უნდა გეგმავდეს სახელმიწფო და არა მსოფლიო ბანკი," - განაცხადა ვაშაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრები განმარტავენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლიდან  დიდი მოლოდინი არ ქონდათ . "ამ გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილება შეგვექმნა. სოციალური ფონი, უმუშვერობა, საგარეო უსაფრთხოევა კვლავ ეჭქვეშა, ამ მხრივ რა უნდა გააკეთოს მთავრობამ და პარლამენტმა?  - ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ," - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.

ავტორი: დეა მანაგაძე