|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით საგანელიძე - დღეს მოვისმინეთ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის გამოსვლა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტში საქართველოს პეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას დადებითად აფასებენ და უმცირესობის შენიშვნებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

"არც კი ვიცი რა შენიშვნა უნდა ქონდეს "ნაციონალურ  მოძრაობას". თუკი მათ რამ შეშნიშვნა აქვთ, ეს იქნება შენიშვნა შენიშვნისთვის", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მანანა კობახიძემ.

"წლების განმავლობაში ვისმენდით პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას. დღეს კი მოვისმინეთ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის გამოსვლა. ვიღაცას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ერთი ჰეგემონი პოლიტიკურ პარტიის დაკვეთას უნდა ასრულებდეს. ჩვენ ოპონენტებს არ მოეწონებოდათ რუსეთთან მიმართებაში გაცხადებული საკითხი, როდესაც პრეზიდენტმა გააჟღერა, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი აგრესია უნდა შეიცვალოს" - განაცხადა უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ.

ავტორი: დეა მანაგაძე