ქუთაისში კიკვიძის ძეგლის გადაღებვის გამო მოსახლეობა "ნაციონალებს" დაუპირისპირდა
ქუთაისში, ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალმა" წევრმა გია გოქაძემ პროტესტის ნიშნად წითლად გაღება.
როგორც გოქაძე ამბობს სირცხვილია, რომ ქუთაისში საბჭოთა არმიელის ვასილ კიკვიძის ძეგლი ამ დრომდე არ აიღეს.
"ჩვენს ქალაქში დგას იმ კაცის ძეგლი რომელმაც ისროლა ტყვია ქართველი პატრიოტის დავით ყიფიანის გულში და მას სიცოხლე მოუსწრაფა. ამ კაცმა ასევე მოუსწრაფა სიცოცხლე ათეულობით ადამიანს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძონდნენ. ასე, რომ ამ ძეგლის ქალაქში არსებობა არის ქუთაისის სირცხვილი, უკრაინელების უპატივცემულობა და საკუთარი ისტორიის დაუფასებლობა," – ამბობს "ნაციონალი" გია გოქაძე.
გოქაძეგან განსხვავებით, ე.წ ზასტავას უბანში მცხოვრებლების ნაწილი, კიკვიძის ძეგლის აღების წინააღმდეგია. რის გამოც, მოსახლეობა აქციის წევრებს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
"საქართველოს წინააღმდეგ ამ კაცს ტყვია არა აქვს ნასროლი. რა გმირობაა ძეგლის გადაღებვა, რასაც ესენი აკეთებენ, ეს სილაჩრეა. მე ქართველი კაცი ვარ და ამ უბანში ვცხოვრეობ და მოსახლეობა წინააღმდეგია ამ ძეგლის აღების. ის არავის არაფერს არ უშავებს. ეს "ნაციონალები" კი ვაი პატრიოტები არიან, უკრაინა კი არა თავიანთი ქვეყნისთვის და თავისთვის ვერ მიუხედავთ," – ამბობს "ზასტავას" უბანში მცხოვრები ერმილე ნემსაძე.
ავტორი: ანა ჯანაშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა