|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსულ ენას უკრაინაში რეგიონული სტატუსი აღარ ექნება

უკრაინის რადამ რეგიონული ენების შესახებ იანუკოვიჩის მიერ ხელმოწერილი კანონი გააუქმა. რადამ, 232 ხმით, 2012 წლის 3 ივლისს მიღებული კანონი სახელმწიფო ენის პოლიტიკის საფუძვლების შესახებ ძალადაკარგულად გამოაცხადა. 
უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი 2012 წლის 3 ივლისს, "რეგიონების პარტიის" ინიციატივით მიიღო, ხოლო 8 აგვისტოს მას პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა მოაწერა ხელი. კანონი, რომელმაც თავის დროზე დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობა 10%-ს აღემატებოდა, ორი ენის დაკანონებას ითვალისწინებდა. შედეგად ოდესის, ხარკოვის, ხერსონსკის, ნიკოლაევსკის, სევასტოპოლის, დნეპროპეტროვსკის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში რუსულ ენას რეგიონული ენის სტატუსი მიენიჭა.


წყარო: ინტერპრესნიუსი

ავტორი: ნიუპრესი