ჭიათურაში მაღაროელების აქცია მიმდინარეობს
,ჭიათურ-მანგანეზის" შენობასთან 600 -მდე მაღაროელის აქცია მიმდინარეობს. ითხვისის, შუქურის, ქარხნის და მექანიკურ სახელოსნოში დასაქმებული თანამშრომლები ადმინისტრაციული შენობის პიკეტირებას აპირებენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ხელფასის გაზრდას მოითხოვენ, რომელიც გასულ წელს უნდა მომატებულიყო, თუმცა ხელმძღვანელობას დაპირება არ შეუსრულებია.
როგორც გაფიცულები აცხადებენ, თუკი მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხვალ აქციას შვიდი მაღაროს 3 700-მდე თანამშრომელი შეუერთდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



16:44
10:53
16:34
















