თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ალტერნატიულ ფართს გამოუყოფენ
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისია მართვის ტერიტორიული ორგანოს "ქალაქ მუზეუმის" შენობაში ფუნქციონირებს. საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ შენობაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მიმდინარე წლის 15 იანვარს შენობა დაიწვა.
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, შენობის სარეაბილიტაციოდ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტენდერი უნდა გამოაცხადოს. თუმცა, შენობის რეაბილიტაციამზე, ქუთაისში საოლქო საარჩევნო კომისიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ალტერნატიულ ფართს გამოუყოფენ.
"ამ ეტაპზე ქალაქმუზეუმის შენობაში ორი ოთახი გვაქვს. არჩევნებისთვის კი ფართს გამოგვიყოფენ", - განმარტავს ოსეფაიშვილი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 15 ივნისს არის დანიშნული.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობა გაურკვეველ ვითარებაში დაიწვა. თუმცა, ტექნიკის და დოკუმენტაციის გადარჩენა შეძლეს.
ავტორი: თეკლე მორგოშია
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა