|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა 2014-2016 წლების ოლიმპიური გეგმა წარმოადგინა

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის (ქუთაისის) რეგიონული ორგანიზაციამ, იმერეთის რეგიონის სპორტის მოღვაწეებს, 2014-2016 წლების ოლიმპიური გეგმის პრეზენატაცია გააცნო. შეხვედრა დღეს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა.

2014 წელს იმერეთის რეგიონის და ქუთაისში მოღვაწე სპორტსმენები ჩინეთში, ნანძინგის 19 წლამდე ახალგაზრდების ოლიმპიურ თამაშებში ჩაერთვებიან.
იმერეთის რეგიონი სსპორტსმენები, ასევე, მონაწილებას მიიღებენ ევროპის პირველ ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც 2015 წლის 12-28 ივნისს ბაქოში გაიმართება.
ბაქოს ოლიმპიური თამაშები აზერბაიჯანის პირველი ლედის თაოსნობით იმართება.
ბაქოს ევროპის ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი უმასპინძლებს.
"საქართველო 8 წელიწადი იბრძოდა იმისთვის, რომ ფესტივალი თბილისში გამართულიყო," - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ტავმჯდოამრემ, რეზო რობაქიძემ.
"თბილისი-2015"-ში საქართველოს 3500 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, იმერეთის რეგიონი კი 39  სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.
იმერელი სპორტსმენები, ასევე, ჩაერთვებიან ბრაზილიაში, რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც 2016 წელს გაიმართება.  

ავტორი: დეა მანაგაძე