|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კიკვიძის ძეგლის გადაღებვის გამო საქმის წარმოება დაიწყო

ქუთაისში, ე.წ. ზასტავაზე მდებარე ვასილ კიკვიძის ძეგლის წითლად გადაღებასთან დაკავშირებით, საქმის წარმოება დაწყებულია. აღნიშნულის შესახებ newpress.ge-ის

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური უფროსის მოვალეობის  შემსრულებელმა ბაქარ ჭეიშვილმა განუმარტა.
"გუშინ  ვიყავი ადგილზე მისული. ძეგლისთვის მისმხულია წითელი ფერის საღებავი. რის შესახაბაც ვაცნობე პოლიციას და ისინი ახორციელებენ საქმის წარმოებას. შეიძლება საქმე ხულიგნობის მუხლით წარიმართოს. გაირკვევა ვინ მიასხა საღებავი", - განმარტავს ჭეიშვილი.  
ვასილ კიკვიძის ძეგლი ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალმა" წევრმა გია გოქაძემ პროტესტის ნიშნად წითლად გუშინ გაღება. 

ავტორი: თეკლე მორგოშია