|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა კალაძის გასაიდუმლოებული ვიზიტი ქუთაისში

ქუთაისში , "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის ვიზიტს ამ დრომდე ასაიდუმლობენ. თუმცა, newpress.ge–ს ინფორმაციით, ენერგეტიკის მინისტრი ტაბიძის ქუჩაზე მდებარე უშიშროების შენობაში მივიდა. ამის შესახებ, newpress.ge-ის ინფორმაცია ადგილობრივმა მოქალაქეებმა მოაწოდეს.
როგორც ირკვევა, მინისტრის ქუთაისში ვიზიტის ერთ–ერთ მიზანს კოალიციის ადგილობრივ ოფისში მისვლაც წარმოადგენდა, სადაც ხელმძღვანელის საკითხი  უნდა განეხილათ.
კახა კალაძის ქუთაისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ "ქართული ოცნების" ადგილობრივ ორგანიზაციაში. თუმცა, კალაძის ვიზისტის შესახებ, ქუთაისის მერიის წინ შეკრებილი ქუთაისელი "მეოცნებეები" საუბრობდნენ.
"კალაძე  საორგანიზაციო საქმეებს აგვარებს. ჩვენი ინფორმაციით, გუბერნატორსაც უნდა შეხვდეს. აქ ვხედათ, რომ "პატრიოტებიც" არიან. ვფიქრობ მათაც უნდათ  კალაძის ნახვა", – განმარტეს newpress.ge –სთან საუბარში  ქუთაისელმა "მეოცნებეებმა".
კახა კალაძემ ამ დროისათვის ქალაქი უკვე დატოვა. 

ავტორი: თეკლე მორგოშია