შოთა მურღულია სპორტის სფეროში არსებულ პრობლემებს გაეცნო
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატს, შოთა მურღულიას ქალაქში სპორტის სფეროს წარმომადგენელები შეხვდნენ. შეხვედრის ორგანიზატორები თავად სპორტის სფეროს წარმომადგენელბი იყვნენ.
მხარეებმა იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც სპორტის სფეროში დაგროვდა.
"ჩვენ პროგრამაში, რათქმა უნდა, გათვალისწინებულია ქალაქში, სხვადასხვა სპორტული სახეობების მხარდაჭერა. შევიმუშავებთ სპორტის განვითარების გეგმას, სადაც აუცილებლად თავად ამ სფეროს წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული. სპორტი ჩვენს ქალაქში იქნება მაქსიმალურად ხელშეწყობილი", - განაცხადა "ქართული ოცნების"მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ.
"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი სპორტის სფეროს წარმომადგენელბის გარდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებსაც შეხვდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა