საქართველოში დღეიდან ამინდი გაუმჯობესდება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში ამინდი გაუმჯობესდება, თუმცა საღამოსა და ღამის საათებში მცირე წვიმა შენარჩუნდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, 5 ივნისიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს. დასავლეთ საქართველოში ჰაერი 35 გრადუსამდე ხოლო, აღმოსავლეთში 28 გრადუსამდე გათბება.
წყარო: interpressnews.ge
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა