ქუთაისში მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა "ოცნების" კანდიდატის სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა
ქუთაისში ქალაქ -მუზეუმის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა არჩილ იაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.იაშვილმა კანდიდატურა ამავე საარჩევნო ოლქის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თემურ ნადირაძის სასარგებლოდ მოხსნა.
" თემურ ნადირაძის მხარდამჭერი ვარ, ვიხსნი ჩემს კანდიდატურას და მთელი ჩემი გუნდით ვუერთდები თემურ ნადირაძესა და შოთა მურღულიას", - განაცხადა არჩილ იაშვილმა.
ყოფილმა კანდიდატმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ზოგადი სიტუაცია და ხელისშეშლის ფაქტორი დაასახელა."სიტუაციიდან გამომდინარე ხელისშეშლა რომ არ გამოვიდეს, რადგან კონკურენტები ვიყავით, ამიტომ გადავწყვიტე მხარდაჭერა გამოვუცხადო", - აღნიშნა იაშვილმა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



13:08
11:18
11:17
11:11
















