არასაპარლამენტო ოპოზიცია - ტრაგედიაა, როცა ხელისუფლება ყველას კანონდარღვევისკენ მოუწოდებს
საარჩევნო ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წარმოადგენლებმა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე ბლოკის საარჩვენო პლაკატები გააკრეს.
აღნიშნული ქმედებით, "არასაპარლამენტო ოპოზიციის" პროპორციული სიის პირველმა ნომერმა, გოგი წულაიამ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, ნოდარ მიქიაშვილის განცხადება გააკრიტიკა. წულაიას განცხადებით, მიქიაშვილმა რომელსაც ქუთაისში საარჩევნო სუბიექტების პლაკატების გაკვრაზე კონრტოლი ევალება, კანონი უხეშად დაარღვია და პოლიტიკურ პარტიებსაც კანონდარღვევისკენ მოუწოდა.
"მიქიაშვილმა აღიარა, რომ ეს კანონდარღვევაა, მაგრამ განაცხადა, რომ ახლა ვერაფერს ვერ იზამს გარდა იმისა, რომ პლაკატებს და სურათებს და არჩვნების მერე პარტიებს დააჯარიმებს. კეთილი ინებეთ და ეს ჩვენი პლაკატებიც დაასურათეთ და არჩვენების შემდეგ მეც დამაჯარიმეთ. ტრაგედიაა, როცა ხელისუფლება ყველას კანონდარღვევისკენ მოუწოდებს," - განაცხადა გოგი წულაიამ.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა