|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარემო ნარჩენების გარეშე - აქცია ქუთაისში

„გარემო ნარჩენების გარეშე“ -  ამ სახელწოდების აქცია  ქუთაისის მესამე  საჯარო ( და ქალაქის კიდევ 9 ) სკოლაში გაიმართა. აქცია გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და იგი იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა" სპექტრმა" განახორციელა, პროექტის „ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდები საქარველოს, მოლდოვას და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში". 

ბავშვებმა შეგროვილი პოლიეთილენის ბოთლები  სპეციალურად ნარჩენებისთვის გამოყოფილ ყუთში განათვსეს. „მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებს მიეწოდათ შესაბამისი ინფორმაცია. ნარჩენების შეგროვების მნიშვნელობის შესახებ,ის რომ  ნარჩენები გარემოს დამაბინძურებელი გახლავთ. თუმცა ერთი  ტონა პლასტმასის გადამუშავება იძლევა 1, 8 მეათედი ტონა ნავთობის ეკონომიას. და რადგან ბუნებრივი რესურსები ამოწურვადია, ამიტომ ნარჩენების გადამუშავება მიმართულია ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივი გარემოს  სისუფთავის შენარჩუნებისკენ ", -აღნიშნა იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ სპექტრის წარმომადგენელმა ქეთევან ცხაკაიამ.

მისი თქმით, მსგავსი აქციები რეგულარულად ტარდება ქუთაისის 9 სკოლაში.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე გაეროს დადგენილებით  1972 წლიდან  5 ივნისს აღინიშნება.  

 

 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი