|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველოს გზა" - ქუთაისელ სტუდენტებს მგზავრობისა და ბინის ქირის ხარჯებში შეღავათები უნდა დაუწესდეთ

ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში "სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზა" პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი ლევან გოცაძე სტუდენტებს შეხვდა. მან იმ შეღავათებსა და სოციალურ პროგრამებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც აპირებენ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში.

შეღავათები შეეხება ტრანსპორტის ხარჯებს.

"თუკი  თბილსსა და ბათუმში სტუდენტები სარგებლობენ სატრანსპორტო შეღავათებით რატომ არ უნდა ისარგებლონ იგივე შეღავათებით ქუთაისელმა სტუდენტებმა?! თქვენ რა ნაკლებად ელიტარულები ხართ?! ჩვენი საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში  პირველ საკითხად იქნება დაყენებული მგზავრობის მინიმუმ ათეთრიანი შეღავათები სტუდენტებისთვის", - განაცხადა ლევან გოცაძემ.

ლევან გოცაძემ სხვა შეღავათზეც ისაუბრა, რომელიც ბინის იჯარას, ანუ ქირას შეეხო, რომლითაც ბევრი სტუდენტი სარგებლობს.

ლევან გოცაძემ სხვა შეღავათზეც ისაუბრა, რომელიც ბინის იჯარას შეეხო,რომლითაც ბევრი სტუდენტი სარგებლობს. 

"ქუთაისში უმეტესობა სტუდენტებისა რაიონებიდან არის,ქირით ცხოვრობნე ბინებში. ამ ბინის მეპატრონეები გათავისუფლებული უნდა იყვნენ საშემოსავლო გადსახადიდან და ეს აუცილებალდ აისახება სტუდენტების ქირაზეც", - აღნიშნა ლევან გოცაძემ.  

ავტორი: ეკა კუხალაშვილი