|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვარციხის სამთავრობო რეზიდენციაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

ვარციხის სამთავრობო რეზიდენციის - ანანოვების სასახლის ტერიტორიაზე 7 ივნისს, ქუთაისის ელექტრონული მუსიკის ფესტივალს - KEMF 2014  ჩატარდება.

ფესტივალს ქუთაისის მერიის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური წარმოადგენს.   

ორგანიზატორების აზრით, ფესტივალი ხელს შეუწყობს ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაციას რეგიონალური მასშტაბით. 

ქუთაისის ელექტრონული მუსიკის ფესტივალს  ორგანიზებას  სტუდია „MILKY WAY“  და ივენთ მენეჯმენტ კომპანია “INPUT” უწევენ და მასში მონაწილეობას იღებენელექტრონული მუსიკის გერმანელი, ინგლისელი და ქართველი არტისტები: FUNCTION, TOBIAS, 3SULI, VONDELPARK, SLOW HANDS, GACHA, COBERT, ZURKIN, RHYTHMONA, WALLD, ZAPA. 

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

7 ივნისს  ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან  ვარციხის მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ, რომლებიც  ყოველნახევარ საათში ერთხელ გადაადგილდებიან და მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

თბილისიდან ფესტივალზე მოსახვედრად გამოიყოფა სპეციალური ავტობუსი. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველებმა  წინასწარი რეგისტრაცია  ვებ-გვერდზე www.kemf.ge უნდა გაიარონ.

 

 

ავტორი: ნიუპრესი