ხარაგაულის თემში შეუსრულებელი დაპირებების გამო საარჩევნო სუბიექტებმა კანდიდატურები მოხსნეს
ხარაგაულის რაიონის ვახანის თემის მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატებმა საკუთარი კანდიდატურები არჩევნებამდე 10 დღით ადრე მოხსნეს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის უფლებამოსილება ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა მოიხსნა, მათ შორის, "ქართული ოცნების" კანდიდატმაც.
აღნიშნულის შესახებ, "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გია თევდორაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიგფინგზე განაცხდა.
თევდორაძის განცხადებით, მომხდარის მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ 2012 წლის წინასაარჩევნოდ ვახანის თემის მოსახლეობისთვის გაცემული დაპირების შეუსრულებლობა იყო.
ვახანის თემის მოსახლეობა 2012 წლის 18 მაისს სატყეო რეინჯერის, მერაბ არევაძის მკველელობის გამოძიებას ითხოვს.
თევდორაძე აცხადებს, რომ არევაძის საქმე იმდროისათვის გამოძებულიიყო და დამნაშავე ამ დორისათვის სასჯელს იხდის, თუმცა, "ქართუყლი ოცნებაში" არსებობდა ვარაუდები,რომ გამოძება არასწორად წარიმართა.
"ქართული ოცნების" შეუსრულებელი დაპირებების გამო, ვახანის თემში არჩევნები ჩაიშალა," - აცხადებს თევდორაძე.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა