შოთა მურღულიას საჯარო ლექცია ქუთაისის უნივერსიტეტში (+ვიდეო)
"ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ დღეს ქუთაისის უნივერსტიტეტის სტუდენეტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა.
შოთა მურღულიამ სტუდენტებს ადგილობრივ თვითმმართველობის ბიუჯეტსა და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
"კარგმა მენეჯერმა ქალაქის შემოსავლები უნდა გაზარდოს და ყოველწლიურად უნდა ეცადოს რომ ადგილობრივი შემოსავლები გახდეს მზარდი", -აღნიშნა ლექციაზე შოთა მურღულიამ.
სტუდენტებსა და ქუთაისის მერობის კანდიდიდატს შორის შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმის ფორმატით წარიმართა.
სტუდენტების მთავარი კითხვა და ინტერესი იყო თუ როგორ ხდება ადგილობრივი ბიუჯეტის განკარგვა და და ასევე, სხვადასხვა ეკონომიკური საკითხების წარმართვა.
შოთა მურღულია წლებია ეწევა პედაგიგიურ მოღვაწეობას, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის თავისუფალ უნუვერსიტეტში,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. მისი დიდი სურვილია გამარჯვების შემთხვევაში, როგორც ქალაქს ასევე სტუდენტებს დაუთმოს გარკვეული დრო.
ავტორი: თეკლე მორგოშია ზვიად კიკვიძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა