ახალგაზრდების აქცია ქუთაისში 19 წლის დაკარგული გოგონას დასაბრუნებლად
ქუთაისში ოთხი წლის გაუჩინრებული ნათია გიორგიძეს მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ცენტრალურ ბაღში საპრტოტესტო აქცია გამართეს.
გიორგიძის ახლობლები შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწიდებენ, პირად კონტროლზე აიყვანოს საჭვო ვითარებაში ახალგაზრდა გოგონას გაუჩინარების ფაქტი.
ნათია გიორგიძეს მეგობრების განცხადებით, გოგონას დაკვარგვიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ოჯახის წევრებს ერთ - ერთმა ქალბატონმა შეატყობინა, რომ ნათია გიორგიძე თურქეთში, ერთ - ერთ სასტუმროში იმყოფებოდა.
დაკარგული ქუთაისელი გოგონას ოჯახის წევრების და ახლობლების მტკიცებით, ნათია გიორგიძე ტრეფიკინგის მსხვერპლია.
"ახალგაზრდები არ შევეგუებით პოლიციის მაღალჩინოსანთა უმოქმედობას და დაკარგული მეგობრის პოვნისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,"-ამბობს ნათია გიორგიძეს მეგობარი ნიკა კუპრაშვილი.
როგორც დაკარგული ქუთაისელი გოგონას დედა აცხადებს, გამოძიება ჩიხშია შესული და მას პოლიციის მაღალჩნოსნები მფარველობენ.
"უსამართლოდ არაფერს ვითხოვ, ვითხოვ სამართლიან გამოძიებას, ვიღაც მფარველობს ამ საქმეს და ამიტომაც გაჭიანურდა ოთხი წელი,"- აბობს ნათია გიორგიძეს დედა რუსუდან გიორგიძე.
აქციის მონაწილეები ქუთაისის ცენტრალური ბაღიდან საპროტესტო მსვლელობას პოლიციის მეორე განყოფილებისკენ აგრძელებენ.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა