ხონის "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთა - უკანონობისთვის "ოცნება" პასუხს აგებს
ქუთაისი-ხონის გზატკეცილზე, #2 სასჯელსაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის" ხონის გამგებლობის კანდიდატის, ზურაბ ჯიბუხაიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.
საპროტესტო აქცია "ნაციონალური მოძარობის" ხონის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელების ორგანიზებით მოეწყო.
პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მეგი კაკაბაძის განცხადებით "ქართულმა ოცნებამ" ჯიბუხაიას კანდიდატურა დაბლოკა და ყველანაირად ეცადა მისთვის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელში შეეშალა.
"ზურა ჯიბუხაია იყო გამარჯვების ერთაადერთი კანდიდატი, რაც ხელისუფლებამ ვერ აიტანა და აბსურდული ბრალდებით დააკავა. მისი დაკავება არის "ქართული ოცნების" პირადი შეკვეთა. ამ უკანონობისთვის "ოცნება" პასუხს აგებს", - აცხადებს მეგი კაკაბაძე.
მისი ინფორმაციით, ჯიბუხაიას სასამრთლო პროცესი ხელისუფლების დაკვეთით სამჯერ გადაიდო და ბოლოს კი ერთ-ერთი პროცესი არჩევნების შემდეგ, 30 ივნისს გაიმართება.
ჯიბუხაია 2012 წლის დეკემბერში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა