ქუთაისის ციხის პატიმრები ახალგაზრდა "ნაციონალებს" - აქედან წადით, ახლა გაგახსენდით?
"წადით აქედან, ახლა გაგახსენდით?" - ამ შეძახილებით გამოეხმაურნენ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები საპყრობილის მიდებარე ტერიტორიაზე გამართულ "ნაციონალური მოძრაობის" ხონის ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ აქციას.
ახალგაზრდა "ნაციონალებმა" აქცია მათი პარტიის ხონის გამგეობის კანდიდატის, ზურაბ ჯიბუხაიას მხარდასაჭერად გამართეს. ჯიბუხაია 2012 წლის დეკემბერში, ხე-ტყის უკანონო ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია მოთავსებული.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა