ქუთაისის ოპერაში "ჯამბაზების" მსვლელობისას სცენაზე ჭერიდან ლამინატის ნაჭერი ჩამოვარდა
გუშინ ქუთაისის ოპერის თეატრში შემთხვევა მოხდა. სპექტაკლის "ჯამბაზები" მსვლელობის დროს, ჭერიდან ლამინატის მოზრდილი ნაგლეჯი ჩამოვარდა და სცენაზე დაეცა.
"შეგვეშინდა მონაწილეებს იმდენი რამე ჩამოიყარა ჭერიდან. მერე შესვენებაზე დიდხანს მოუნდნენ მის მოწმენდას და გატანას", - განაცხადა სპექტაკლის ერთ ერთმა პატარა მონაწილემ.
გუშინ ოპერის თეატრში სამწლიანი პაუზის შემდეგ ლეონკავალოს ოპერა "ჯამბაზები"გაიმართა გოგი ჭიჭინაძის დირიჟორობით.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა