|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანია - რა ღირს ბაღში გასეირნება

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მექორწილეების გასეირნება ფასიანი გახდა. newpress.ge-ს ინფორმაციით, მექორწილეთა ერთი გასეირნების ტარიფი ასი ლარია. 

ბოტანიკურ ბაღში ფასიანი ტარიფების დაწესებას ადასტურებს ბოტანიკური ბაღის დირექტორი ამირან ხვადაგიანი.
"სადმე იცით ბოტანიკური ბაღი, სადაც უფასოა შესვლა?! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბოტანიკური ბაღი არის ხელოვნებისა და კულტურის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილი, რომელსაც აქვს გაფართოების პერსპექტივა. ის რომ ფასიანია, ამაში ნუ ეძებთ სენსაციას. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი და გახლავთ ბრძანებულებით განმტკიცებული. ბოტანიკური ბაღის სადღეისო ვითარება არის მცირედი იმისა, რაც უნდა გაკეთდეს მომავალში. რაც შეეხება ტარიფს, ეს დადგენილია მექორწილეების რაოდენობის მიხედვით. შემოსული თანხა კი რა თქმა უნდა ადგილობრივ ბიუჯეტში შედის", - ამბობს ამირან ხვადაგიანი.
2014 წელს ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბოტანიკური ბაღი 219 800 ლარიტ დაფინანსდა. ორი თვის წინ, ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, ბოტანიკურ ბაღს დამატებით 250 000 ლარი გამოუყვეს.   

ავტორი: დეა მანაგაძე