პარასკევი, 20 ივნისი, 2025 წელი 21:26:04
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არასაპარლამენტო ოპოზიცია" ქუთაისის მერიას - 70 საწარმო კი არა, ტუალეტი ვერ გახსნეს

საარჩევნო ბლოკ "არასაპარლამენტო ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგი წულაია, ადგილობრივ თვითმმართველობას ქუთაისის ცენტრში საზოგადოებრივი ტუალეტების ფუნქციონირების მოთხოვნით მიმართავს.

წულაიას განცხადებით, ქუთაისში საზოგადოებრივი ტუალეტები თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფულის გათეთრების მიზნით ააშენა, ახლანდელმა ხელისუფლებამ კი მისი ამოქმედება ამ დრომდე ვერ მოახერხა.
"70 საწარმო კი არა და ტუალეტი ვერ გახსნეს. მოვუწოდებ თვითმმართველობას, გახსენით ეს ტუალეტები და 6 პენსიონერი მაინც დაასაქმეთ, მეტს რომ ვერ ახერხებთ, ეს ფაქტია," - აცხადებს გოგი წულაია.
ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტუალეტის შენობა და ტერიტორიაც წყალმომარაგების კომპანიას დროებით სარგებლობაში წინა ხელისუფლების დროს გადაეცა. როგორც სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე აღნიშნავს, წყალმომარაგების კომპანიამ ტუალეტები ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადასცეს და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება თვითმმართველობას საშუალება ტუალეტების ფუნქციონირებაზე იზრუნოს. 

ავტორი: დეა მანაგაძე