|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პატრიოტთა ალიანსი"- თითიდან გამოწოვილი მიზეზით გვაჯარიმებენ

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგი მიეძღვნა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ პარტიის დაჯარიმების ფაქტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა.

"ჯერ არ ვიცით რა თანხით დაგვაჯარიმეს, მაგრამ განაცხადეს რომ ეს ჯარიმა 8500 ლარის არაგამჭვირვალედ გამოყენების გამო გვეკისრება, რაც სრული სიცრუეა", - განაცხადა "პატრიოტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან მოურავმა.

"პატრიოტების" განმარტებით ეს თანხა იჯარის თანხა გახლდათ და იგი აპრილის თვეში პარტიის ანგარიშიდან, როგორც თავად აზუსტებენ -   სრულიად გამჭვირვალედ, გადაიხადეს.

"ბრალს გვდებენ რატომ გადავიხადეთ ეს თანხა ფონდის ანგარიშიდანრაც არის სასაცილო ბრალდება, რადგან მაგ დროს არც საარჩევნო ნომერი გვქონდა და არც ფონდი. ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი და აბსოლუტური უსამართლობა", - აღნიშნა თარხან მოურავმა. "პატრიოტები" საარჩევნო კანონს შეეხნენ და მის ხარვეზებზე ისაუბრეს.

"საარჩევნო კანონი არის აბსოლუტური სისულელეამ კანონით აჯარიმებდა სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" და სწორედ ამ კანონზე ამბობდა "ქართული ოცნება" რომ უსამართლოა და გასაუქმებელი. არაფერი გააუქმეს, ზუსტად იგივე კანონს ამუშავებენ", - აღნიშნეს "პატრიოტებმა"

ხელისფულების მხრიდან აღნიშნულ ქმედებას "პატრიოტები" "ქართული ოცნების" დავარდნილი რეიტინგით ხსნიან

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი