გოგი ჭიჭინაძე - თორნიკე მარჯანიშვილი კარგი ოჯახისშვილია
ქუთაისის ოპერის თეატრს ახალი დირექტორი ეყოლება. აღნიშნულ პოზიციაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი ჭიჭინაძემ კულტურის სამინისტროს რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
გოგი ჭიჭინაძის თქმით, თორნიკე მარჯანიშვილი არის ნამდვილი ინტელიგენტი, კარგი ოჯახიშვილი, რაც
ქუთაისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად არის პროფესიონალი, არაჩვულებრივად ერკვევა თეატრის
მუშაობაში. არის როგორც კარგი ხელოვანი და ასევე კარგი ადმინისტრატორი“,- აღნიშნა
გოგი ჭიჭინაძემ.
თორნიკე მარჯანიშვილი ხატია ვედმედევას შეცვლის, რომელიც
ერთი თვის წინ გათავისუფლდა ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობიდან სამხატვრო ხელმძღვანელის გოგი ჭიჭინაძის განცხადების საფუძველზე. ამ დრომდე ოპერის თეატრის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური იყო.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი