შოთა მურღულია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა (+ვიდეო)
"ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, შოთა მურღულია, ქალაქში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებს ხელმძღანელებსა და ექიმებს შეხვდა.
მერობის კანდიდატთან შეხვედრის სურვილი ექიმებმა გამოთქვეს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ექიმებმა ყველა ის პრობლემური საკითხები გააჟღერეს, რომელიც სამედიცინო სფეროშია.
შოთა მურღულიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში დეტალურად მოხდება შესწავლა იმ პრობლემური საკითხების, რომელიც ჯანდაცვის სფეროში დაგროვდა.
"საუბარი იყო ქალაქში მუნიციპალური საავადმყოფოს ფუნქციონირების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე მედიკოსებს სხვადასხვა შეხედულება აქვს. ჩვენ აუცილებლად გავივლით კონსულტაციებს კლინიკის ხელმძღვანელებთან და გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს", -განაცხადა შოთა მურღულიამ
შეხვედრას ,"ქართული ოცნების” მაჟორიტარიტარობის, კანდიდატები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ზაზა ლომინაძე და თემურ ნადირაძე ესწრებოდნენ.
ავტორი: თეკლე მორგოშია ზვიად კიკვიძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა