დაზარალებული ქუთაისელი მშობელი- ბიუროკრატიულობის გამო ჩემი შვილი საატესტატო გამოცდების მიღმა რჩება
ქუთაისში, დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მე-11 კლასელი მოსწავლის, ნოდარ იაშვილის მშობელმა, ნესტან იაშვილმა, პრესკონფერენცია გამართა. ნესტან იაშვილის თქმით, სკოლისა და ქუთაისის რესურს -ცენტრის ურთიერთგაურკვევლობის მიზეზით და ზოგადად განათლების სისტემის ბიუროკრატიულბის გამო, მისი შვილი საატესტატო გამოცდების ერთიან ბაზაში ვერ მოხვდა.
ნესტან იაშვილის ინფორმაციით ნოდარ იაშვილმა ექსტერნად ჩააბარა მე-10 და მე-11 კლასის გამოცდები (24 გამოცდა), თუმცა საგამოცდო ფურცლის ასაღებად როდესაც მივიდა, იგი ერთიანი ეროვნული გამოცდების ბაზებში არ აღმოჩნდა დარეგისტრირებული.
“როდესაც დაიწყო ბავშვების დარეგისტრირება და ერთიანი ეროვნულ.გამოდებისთვის ბაზები შეიქმნა, სკოლას ჩემი შვილი უნდა დაერეგისტრირებინა ამ ბაზებში. სკოლამ კითხვით მიმათა რესურს-ცენტრს, მისგან მიიღო სიტყვიერი პასუხი, რომ ბავშვის, როგორც მე-11 კლასელის რეგისტრაცია უნდა მომხდარიყო სასწავლო წლის ბოლოს, ანუ ხვალ 13 ივნისს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბაზები ოფიციალურად უკვე ჩახურული აქვს სამინისტროს 20 მააისისთვის. ჩემი შვილი დარჩა ჰაერში არც მე-11 კლასელად ითვლებოდა და არც მე-12 კლასელად“,- აღნიშნა ნესტან იაშვილმა.
იაშვილმა მიმართა
განათლების სამინისტროს, სადაც განუმარტეს, რომ
ბავშვის საატესტატო გამოცდებზე გასვლის თაობაზე უარს მიიღებს, რადგან ბაზები
დახურულია. თუმცა თუკი ბავშვების დამატება მოხდება, უნდა
შეივსოს ხელით, ელექტრონულად.
განათლების სამინსიტროს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ნესტან იაშვილს ამ დრომდე პასუხი არა აქვს.
რეგისტრაციის ბოლო ვადა ხვალ იწურება, ხოლო გამოცდები 16 ივნისს იწყება.
„მოვმართავ ეროვნული გამოცდების ცენტრს და განათლების სამინისტროს, უმოკლეს ვადაში მიიღონ გადწყვეტილება, გაიხსნას ბაზები, რომ ჩემი შვილი დაამატონ. რათა მიეცეს გამოცდებში მონაწილეობის მიღების საშუალება“, - აღნიშნა იაშვილმა.
ნესტან იაშვილის ინფორმაციით მსგავსი პრობლემის წინაშე საქართველოს მასშტაბით კიდევ 17 მოსწავლეა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი