გია თევდორაძე არჩვენებზე კარუსელის დატრიალებას არ გამორიცხავს
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი, გია თევდორაძე ოპოზიციურ პარტიებს არჩევნებზე ერთსულოვნებისა და კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს. თევდორაძის განცხადებით, ბოლო დროს ქუთაისის მასშტაბით მომხდარი ფაქტების მიხედვით არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლებელია, არჩევნებზე კარუსელი დატრიალდეს. თევდორაძე აცხადებს, რომ "ოცნების" აქტივისტები და უბნის რწმუნებულები იმ ადამიანების შესახებ აგროვებენ ინფორმაციას, ვინც საქართველოში არ ცხოვრობს, მაგრამ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს.
"თუ საარჩევნო პრაქტიკას მივიღებთ მხედველობაში თავისი შავი და თეთრი ფურცლებით, ამ ადამიანების მონაცემები ძვირფასი ბაზაა კარუსელის დატრიალების," – აცხადებს თევდორაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი ხელისუფლებას მოუწოდებს არჩევნების დღეს პოლიცია წესრიგის დაცვის გარდა, სხვა მიზნებისთვის არ იქნეს გამოყენებული.
"პოლიციას უამრავი საქმე აქვს. მათ ზედმეტ ჯაფას ნუ დააყენებთ. ღმერთი არ გაგიწყრეთ და ხვალ პოლიცია იყოს გამოყენებული გარდა იმისა, რომ წესრიგი დამყარდეს საარჩევნო უბნებზე," – განაცხადა თევდორაძემ.
ავტორი: დეა მანაგაძე
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 25 ხმა