"КГБ-ს უფროსი მათი მთავარი წმინდანია"- ფილმის ჩვენება ქუთაისში
"КГБ-ს უფროსი მათი მთავარი წმინდანია", "ბორკილებიანი ჰომოსექსუალები ციმბირის გზას გაუყენეს","დედაო ღვთისა პუტინი გააგდე "- ეს ამონარიდებია იმ "პანკური ლოცვიდან", რომელიც ფემინისტურ პანკ ჯგუფ "ფუსი რაიოტის" წევრებმა მოსკოვის საკათედრო ტაძარში შეასრულეს. ამ მიზეზით "ფუსი რაიოტის" წევრები რუსეთის პოლიციამ დააკავა და სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული ფაქტების შესახებ დოკუმენტური მასალის ხილვა ქუთაისელ პუბლიკას დღეს დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში მიეცა, სადაც დოკუმენტური ფილმის "ფუსი პუტინის წინააღმდეგ" ჩვენება გაიმართა,. ჩვენება მოეწყო CinéDOC-Tbilisi On Tour ფარგლებში. ხოლო პროექტი განახორციელა NOOSFERA FOUNDATION-მა.
ფილმი
დეტალურად აღწერს ფემინისტი გოგონების წინააღმდეგობებს პუტინის რეჟიმთან, მათი
მზადების პროცესს, მათ პერფორმანსებს მოსკოვის ქუჩებში. ფილმში კარგად ჩანს საზოგადეობის
ნაწილის მხარდაჭერა, ასევე სხვა ნაწილის აგრესია, რაც ჯგუფს გამოჩენის დღიდან თან
სდევდა. ფილმი სამოყვარულო კამერითაა გადაღებული, გოგონების მიერ, რომლებიც საკუთარ
ვინაობას არ ამხელენ. ეს სურათი დღემდე არ უჩვენებიათ რუსეთში. ფილმი ზოგად
ვითარებასაც აღწერს, თუ რას უშვება რუსული სადამსჯელო მანქანა ყველა განსხვავებულდ
მოაზროვნეს.
თუმცა
პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოს მაინც ფუსი რაიოტის გოგონები წარმოადგენენ.
რომელთა კრიტიკის ქვეშ ექცევა დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი და რუსული
მართლმადიდებლური ეკლესია, როგორ ტოტალიტარული რეჟიმის მთავარი ნაწილი. რომლის
რადიკალური ფრთის წარმომადგენლები არაერთხელ ჩნდებიან ფილმში და აგრესიულად
უსწორდებიან პროტესტანტ "რიოტელებს".
"ამ ფილმით გვინდა, რომ პუკლიკას მეტი ინფორმაცია ჰქონდეს "ფუსი რაიოტზე". მათი ბრძოლა შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ საქართველოშიც მეტად დაფიქრდნენ და რიგ საკითხებს სხვაგვარად შეხედონ. მეტი ცოდნა, ინფორმაცია მიიღოს. შევაფასოთ საზოგადოება, პოლიტიკა, ეკლესია რუსეთში როგორ იღებს ამ პროტესტს და პარალელები გაავლონ დღევანდელ საქართველოსთან. ბევრი რამ განგვასხვავებს, მაგრამ ბევრი რამ გვაერთიანებს რუსეთთან. რუსეთში ჩარჩოები უფროა რეჟიმის მიზეზითაა, საქართველოში კი უფრო ტრადიცია ბოჭავს ადამიანს, რომ რამეს განსხვავებულად შეხედოს, შიში არის ხალხში და ბევრი აქტოვობაა საჭირო, რომ ეს შეიცვალოს, რადგან შიშით არაფერი გამოდის", - აღნიშნა არჩილ ხედათუგმა CinéDOC ფესტივალის დირექტორმა.
2013 წელს "ფუსი პუტინის წინააღმდეგ"დასახელდა, როგორც საუკეთესო საშუალომეტრაჟიანი ფილმი ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე (IDFA). ფილმი მოგვითხრობს ცნობილ პანკ ჯგუფზე.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი