შოთა მურღულია-არსენ ფოჩხუას სახით ქუთაისს უნიჭიერესი გრაფიკოსი ჰყავდა
,,ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი შოთა მურღულია, გრაფიკოს არსენ ფოჩხუას ოჯახში იმყოფებოდა. არსენ ფოჩხუას მოღვაწეობის, წარმატებების და მხატვრული ნამუშევრების შესახებ ინფორმაცია შოთა მუღღულიას და საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ომარ ნიშნიანიძეს გრაფიკოსის მეუღლემ მიაწოდა. ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ქართველი შემოქმედის ნამუშვრებრები დაათვალიერეს და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრეს.
"ასეთი ადამინები გარდაცვალების შემდეგაც ცოცხლობენ, უნიჭიერესმა გრაფიკოსმა დატოვა ის ნამუშევრები, რომელიც ისტორიას დარჩება და მომავალი თაობა იამაყებს იმ წინაპარით, რომელიც არსენ ფოჩხუას სახით ქუთაისს ჰყავდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში მოსვლის შემთხვევაში აუცილებლად შევუწყობ ხელს გაკეთდეს გამოფენა და ეს უნიკალური ნამუშევრები ყველა ადამინმა ნახოს", - აღნიშნა მურღულიამ.
არსენ ფოჩხუა, 2001 წელს გარდაიცვალა. ცხოვრების მანძილზე ის როგორც გრაფიკოსი, მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში, ხოლო 1955 წელს გამოფენაზე პირველად გაიტანა ბზაზე და სადაფზე კვეთილობანი. ხელოვანი ასევე წარმატებით მუშაობდა ბროლსა და ძვალზე.
ავტორი: ნოიპრესი