ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია - ყველა უბანი დროულად გაიხსნა
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქალაქში 125-ვე საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა და 8:00 საათისათვის ამომრჩეველმა თითქმის ყველა უბანზე მისცა ხმა.
"თუ ასე გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ქუთაისში აქტივობა იყოს მაღალი," - აცხადებს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი.
ამომრჩევლების აქტივობის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისია მონაცემებს 10:15 საათზე გამოაცხადებს.
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით
ქუთაისში ქალაქის მერი და საკრებულოს წევრები აირჩევა (მაჟორიტარული დაპარტიული სიით).
ქუთაისის ოლქში არჩევნებში მერობის 7 კანდიდატი მონაწილეობს, აქედან
2 ქალია. ხოლო მაჟორიტარების 86 კანდიდატიდან, ქალი 17-ია. რაც შეეხება პარტიულ სიებს,
ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიულ სიებში
წარდგენილია საკრებულოს წევრობის 255 კანდიდატი.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




15:01
14:59
21:02
12:25
16:44
















