ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთი საჩივარი შევიდა
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ წუთებში ერთი საჩივარი შევიდა. საჩივარი „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებელს
ეკუთვნის. საჩივარი #25 უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას ეხება. კერძოდ, დამკვირვებლის თქმით, საარჩევნო ყუთში არ მოხდა საკონტროლო ფურცლის ჩაგდება, რის გამოც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დისციპლინარულ პასუხიმგებლობას ითხოვენ.
ქუთაისის ოლქში ამომრჩეველთ აქტივობისა და შესული საჩივრის
თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისია ინფორმაციას 15 წუთში გაავრცელებს.
15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით
ქუთაისში ქალაქის მერი და საკრებულოს წევრები აირჩევა.
ქუთაისის ოლქში არჩევნებში მერობის 7 კანდიდატი მონაწილეობს,
აქედან 2 ქალია. ხოლო მაჟორიტარების 86 კანდიდატიდან, ქალი 17-ია. რაც შეეხება პარტიულ
სიებს, ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების მიერ პარტიულ
სიებში წარდგენილია საკრებულოს წევრობის 255 კანდიდატი.
ქუთაისში 153, 537 ამომრჩეველია რეგისტირებული.
ავტორი: ნიუპრესი