|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძე - ქუთაისში საარჩევნო კარუსელი დაატრიალეს

"ნაცმოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის გია თევდორაძისა და "ნაცმოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსის გიორგი ვაშაძის მტკიცებით ქუთაისში საარჩევნო კარუსელების დატრიალება დაიწყო. როგორც თევდორაძე განმარტავს დარღვევები და ხმების გაყალბების მცდელობები მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც არჩევნებში ამომრჩეველთა დაბალი აქტოვობა დადგინდა. " სამწუხაროდ ქუთაისში საარჩევნო კარუსელები დაატრიალეს, მას შემდეგ რაც ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა აღინიშნა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ფაქტები და კონკრეტული უბნები,სადაც დარღვევები დაფიქსირდა", - ამბობს თევდორაძე.

მისივე თქმით, დარღვევები 25-ე, 28-ე, 22-ე, 41-ე და 45-ე საარჩევნო უბენბში დაფიქსირდა. აღნინშულ უბნებში რამდენიმე პიროვნება სხვა პირადობებით ხმის მისაცემად მივიდა.ასევე ხმა მისცა ადამიანთა ჯგუფმა, რომელთაც გაკეთებული ჰქონდათ მარკირება და  ხელმეორედ ცდილობდნენ ხმის მიცემას, თევდორაძის თქმით, დაფიქსირდა ჯგუფი, რომელიც ამომრჩეველთან მიდიოდა „ქართული ოცნების“ გამარჯვების ოლქის მაჯორიტარობის კანდიდატის ნატო ქათამაძის პლაკატებით.

ავტორი: ნიუპრესი