ქუთაისში ნიკეას საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა დაბალი აქტივობაა
ქუთაისის ნიკეას საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა
დაბალია. ორი საათისთვის ნიკეას 111-ე საარჩევნო უბანში ხმა 191 -მა ამომრჩეველმა მისცა.
აღნიშნულ უბანში 1122 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ასევე ნიკეას ოლქში 113-ე საარჩევნო უბანზე 2 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი
133-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. 113-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მერაბ ნავაძის განცხადებით
გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შედარებით მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდა. ‘გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ამ უბანში ხმა მისცა 372-მა ამომრჩეველმა.
წელს ეჭვი მეპარება რომ ამდენიც იყოს’, - განაცხადა მერაბ ნავაძემ.
ნიკეას საარჩევნო ოლქში სულ 12 საარჩევნო უბანია გახსნილი და 15 140 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ავტორი: დეა მანაგაძე