|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში 6 საჩივარია შესული

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიაში, 15 საათის მონაცემებით 6 საჩივარია შესული. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, 5 საჩივარი პროცედურულ დარღვევებს ეხება, კერძოდ, დარღვეულია საკონტროლო ფურცლის შევსების წესი. ხოლო ერთი საჩივარი საარჩევნო ბიულეტენებს უკავშირდება.

"სამი ბიულეტენიდან ამომრჩეველს მხოლოდ ორი სახის ბიულეტენი გადაეცა. რის გამოც, ყუთის გახსნის შემდეგ, აღნიშნული ბიულეტენი იქნება ბათილი და ეს არ მოახდენს გავლენას უბნის შედეგებზე. საჩივრები, რომლებიც დისციპლინარულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ხვალ განიხილება," - აცხადებს ავთანდილ ოსეფაიშვილი. 

ავტორი: ნიუპრესი