|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში N22 საარჩევნო უბანთან უცნობი პირები ჩანაწერებს აკეთებენ (video)

ქუთაისში, #22 საარჩევნო უბანთან, რომელიც მე-8 საჯარო სკოლის შენობაშია გახსნილი, უცნობი პირები დილის შემდეგ იმყოფებიან. თვითმხილველის მტკიცებით (რომელიც სახელს და გვარს არ ასახელებს), აღნიშნული პირები თავიდან საარჩევნო უბნის ეზოში იყვენენ განთავსებული, სადაც გაურკვეველ ჩანაწერებს აკეთებდნენ.

"დილის შემდეგ ეს ადამიანები საარჩევნო უბანზე არიან შეკრებილი, მობილიზებული არიან საკვებითა და ტკბილეულით. ხელში აქვთ ქაღალდები და ამომრჩევლების გამოსვლის შემდეგ ჩანაწერებს აკეთებენ. დამკვირვებლების მითითების შემდეგ მათ საარჩევნო უბნის ეზო დატოვეს, თუმცა ეზოს გარეთ გადაინაცვლეს და წერა იქ გააგრძელეს," - აცხადებს თვითმხილველი. 
საარჩევნო უბანთან მობილიზებული ადამიანები Newpress.ge- სთან საუბარში აცხადებენ, რომ ისინი უბანზე ყოფნით მხოლოდ საკუთარ ხმებს იცავენ. 
როგორც #22 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, მანანა ასათიანი აცხადებს, აღნიშნულ უაბანზე არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის ამომრჩველთა 28 პროცენტმა გააკეთა საკუთარი არჩევანი.

ავტორი: ნიუპრესი