|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ვაშაძე - მეორე ტური ქუთაისში გარდაუვალია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შედეგებს ქუთაისში უარყოფითად აფასებს. ვაშაძის თქმით, ქუთაისში არაერთი საარჩევნო კარუსელი დატრიალდა, რითაც ხმის მიცემის შედეგები გაყალბდა. აღნიშნულის გამო, ვაშაძე ქუთაისში მეორე ტურის გამართვას არ გამორიცხავს. „ძალიან ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, რითაც შედეგები არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიანად. მეორე ტური ქუთაისში გარდაუვალია. ცოტა არ იყოს სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ „ოცნების“ წევრები თავს, როცა შამპანურებით ხელში გამარჯვებას ზეიმობენ,“ - განცახადა გიორგი ვაშაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ პასუხობს ქვეყანის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რაც საარჩევნო შედეგებზე აისახა. თვითმმართველობის არჩევნების წინაასწარი შედეგების შესახებ შეფასებას „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციიდან პარლამენტარი, აკაკი ბობოხიძეც გააკეთებს.

ავტორი: დეა მანაგაძე