ორშაბათი, 23 ივნისი, 2025 წელი 08:50:28
|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბარიერი გადალახულია - მურღულიამ ხმების 50,75% მიიღო

ქუთაისში 125-ვე საარჩევნო უბნის მონაცემებით, ბარიერი გადალახულია. ხმების 50,75% "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ მიიღო. მეორე ადგილი "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს, გიორგი თევდორაძეს ერგო 26.07 (%), ხოლო მესამე ადგილზეა ბლოკ "ნინო ბურაჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" მერობის კანდიდატი, თემურ შაშიაშვილი, რომელმაც ხმების 13.45 % აქვს მიღებული.

ქუთაისში 153, 537 ამომრჩეველია რეგისტირებული.

15 ივნისის თვითმმართელობის არჩევნებში მონაწილეობა 43 000-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი 8%-ით ნაკლებია გასული წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქუთაისში დაფიქსირებულ მონაცემებთან. 

ავტორი: ნიუპრესი